VI ს-ში საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანობაში უკვე ფეოდალური ურთიერთობებია გაბატონებული, თუმცა მთიან რაიონებში კიდევ იყო და ძალიან დიდხანს შემორჩა თემური წყობილების გადმონაშთები. ძველი გვაროვნული და მონათმფლობელური არისტოკრატია თანდათანობით ფეოდალურ კლასად -აზნაურებად ჩამოყალიბდა.