GEO STORY ხუთშაბათი
01.16.2025
8:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS მთავარი | ფაილების კატალოგი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
უძველესი ქართული ტომები [1]
ქართული ტომები და მათი სახელწოდებები მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში
გლეხები და ხელოსნები [1]
უძველესი მიწათმოქმედები,ხელოსნები და მათი იარაღები..
თავად–აზნაურობა [1]
უძველესი ფეოდალები.. თავად აზნაურები მათი ჩაცმულობა და იარაღი..
მეფეები [0]
საქართველოს გამოჩენილი და ნაკლებად ცნობილი მეფეები..
საზოგადო მოღვაწეები [0]
გამოჩენილი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწეები
გამოჩენილი ქართველი გმირები [0]
წარსული და თანამედროვე ქართველი გმირები
ქართველი მეომრები [0]
მეომრის აღკაზმულობა და იარარები

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 30

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

გლობუსი

მთავარი » ფაილები » მოსახლეობა » გლეხები და ხელოსნები

გლეხები ხელოსნები და მათი იარაღი
07.03.2012, 4:25 PM

უძველესი ხანის ადამიანის ძირითადი საქმიანობა იყო ნადირობა და მიწათმოქმედება. სწორედ ამიტომ ლოგიკურად მოაზროვნე იმ ხანის ადამიანებმა შექმნდეს იარაღები ნადირობისა და მიწათმოქმედებისთვის. იარაღების შექმნასთან ერთად ჩამოყალიბდა ადამინების პირველი კლასი "გლეხი", რომელიც ეწეოდა შრომას სხვადასხვა იარაღების გამოყენებით. პირველი იარაღები ძირითადად ქვისა და ხისაგან მზადდებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უამრავის ასეთი იარაღი რომელიც დღეს სახელმწიფო მუზეუმში ინახება.  

გამოქვაბული

პირველი ადამიანი ძირითადად გამოქვაბულში ცხოვრობდა 

ზეზვა და მზია

 საქართველოში აღმოჩენილი პირველი ადამიანები (ევროპელები) "ზეზვა და მზია"

არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგად დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე პირველყოფილი ადამიანის დასახლება უკვე უძველეს პერიოდებიდან. ბევრგან სოფელ იაშთხვასთან, სოფელ რუხთან, კაცხში აღმოჩენილია ადამიანის სადგომები ძველი ქვის ხანის - პალეოლითის (ძვ.წ. 800 ათასი წელი) პრიმიტიული იარაღებით. მაგრამ უკანასკნელი დროის აღმოჩენებმა (დმანისის გათხრები) გვჩვენეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრება 1 მილიონ 700 ათასი წლის წინათ დაწყებულა. თანდათანობით, იარაღის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო შეგროვებითი მეურნეობის, ნადირობის და თევზჭერის განვითარებას. ამასთანავე, დაწყებულმა გამყინვარებამ აიძულა, თავი შეეფარებინა მღვიმეებისათვის, ტყეში მოწყობილ ფარდულებისათვის და სხვ.

ქვის იარაღები 

ქვის იარაღები

უამრავი ქვის ხანის იარაღია აღმოჩენილი დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეს და სხვა გამოქვაბულებში. მღვიმეებში აღრიცხულია უძველესი გამოსახულებანი კლდეზე, ხოლო მდინარე ჯრუჭულას ხეობაში მდებარე ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილი ძვლები დაფარულია გარკვეულ რიტმს დაქვემდებარებული ნაჭდევებით. დაბა წალკის მახლობლად, მდინარე პატარა ხრამის ხეობაში მდებარე მღვიმეში აღმოჩენილია პეტროგლიფები - ცხოველთა და მონადირეთა გამოსახულებანი - სულ ასამდე ნახატი. როგორც ჩანს, ამ პერიოდში იწყება ადამიანის მაგიურ აზროვნებასთან დაკავშირებული ხელოვნების ჩასახვაც. ამგვარად ადამიანი უკვე ხატავს და ძერწავს. მართალია, ამას იგი მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ აკმაყოფილებს სილამაზის მოთხოვნილებასაც. დადგენილია ქვის ხანის მომდევნო სტადიების (ზედა პალეოლითი, მეზოლითი) კულტურის ადგილობრივი საფუძვლები და განვითარების უწყვეტი პროცესი. ამასთანავე კავკასიის პალეოლითის ძეგლები გარკვეულ სიახლოვეს იჩენენ მახლობელი აღმოსავლეთის - სირია, პალესტინა, ერაყი გვიანპალეოლითურ ძეგლებთან.

გლეხები
უფრო გვიანდელი პერიოდის ადამიანის საცხოვრებელი

უძველესი ხანის მოსახლეები
ცხადია, რომ არქიტექტურის აღმოცენებას ვერ დავუკავშირებთ პირველყოფილი ადამიანის მიერ მღვიმეების და სხვა ბუნებრივ თავშესაფართა გამოყენებას, არამედ მხოლოდ მის შეგნებულ მოღვაწეობას და პირველ ნაგებობებს, შექმნილს შრომის იარაღების შემწეობით. მხოლოდ ხელოვნურ ნაგებობებში ხდება ადამიანის მიერ მასალების თვისებების გაგება და შენობის ცალკეული ნაწილების კონსტრუქციული არსი.

ბრინჯაოს თოხი
ნეოლითის ხანაში (ძვ.წ. X-VI ათასწლეულები) მოხდა ქვის იარაღების ტექნიკის შემდგომი განვითარება. ადამიანმა ისწავლა ქვის გაპრიალება, ხეხვა და გახვრეტა. მან დაიწყო საკვები მცენარეების გაშენება, ცხოველთა მოშინაურება, ე.ი. საფუძველი ჩაეყარა მარტივ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას. ადამიანმა დაიწყო მეთუნეობა, რთვა, ქსოვა. იწყება ბინადარი ცხოვრება. საქართველოში ასეთი ნეოლითური სადგომები აღრიცხულია ანასეულში, კისტრიკში, ხუცუბანში, ზემო ალვანში, ოდიშში და სხგაგან. ამ საზოგადოების სოციალური სტრუქტურა ხასიათდება პატრიარქატზე გადასვლით და ცალკეულ ოჯახთა ეკონომიკური განვითარებით. ნეოლითური ნამოსახლარები ხასიათდება თიხით შელესილი, წნული ნაგებობებით, რომელთა შიგნით ცხოვრობდა საერთო კერის მქონე გვაროვნული ჯგუფი. ასევე დამოწმებულია, ოთხკუთხა და მრგვალი გეგმის ნაგებობათა გადახურვათა საყრდენი ბოძების კვალი (ხორში, ანასეული, დარკვეთი). როგორც ჩანს, ამ პერიოდში ყალიბდება ძირითადი

სქემა

სამარხი


არქიტექტურული სქემები, ნაგებობათა ნაწილების ფუნქციათა მკვეთრი გრადაციით. მიუხედავად საცხოვრებლის პრიმიტიული ფორმისა ნეოლითის ეპოქაში ხდება მნიშვნელოვანი მოვლენა - საცხოვრებლის მოწყვეტა გამოქვაბულიდან და დამოუკიდებელი ნაგებობის შექმნა გადახურვით, რომელიც განსაზღვრავდა საცხოვრებლის ფორმასა და ზომებს. ვლინდება ურთიერთკავშირი წინა აზიის სამიწათმოქმედო კულტურებთან ე.ი. საქართველოს ტერიტორია აქტიურად მონაწილეობდა უძველესი სამყაროს განვითარების პროცესში.

                                                             ხელოსნები და ხელოვნების ნიმუშები

                საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღმოჩენილია უძველესი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მოწმობენ, რომ ხელოვნება იმდროინდელ საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული.. კერძოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული ოქრომჭედლობა,მჭედლობა, მხატვრობა , ხუროთმოძღვრება და ა.შ.

ოქრომჭედლობის ნიმუშები

თასი

თასი 

ლომი

უნიკალური ლომის ოქროს ქანდაკება

ყელსაბამი

ყელსაბამი

მჭედლობის ნიმუშები

ხანჯალი

სატევარი


ბრინჯაოს ორი სატევარი (ე.წ. ხანჯალი)

ხმალი

ბრინჯაოს ხმალი

მუზარადი

ბრინჯაოს მუზარადი



კატეგორია: გლეხები და ხელოსნები | დაამატა: Geostory
ნანახია: 5227 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
4 Geostory  
0
დიდი მადლობა ანა smile

3 ანა  
0
zalian kargia <3

2 ანა  
0
isic kargi aris rom suratebic gaqvt damatebuli :)

1 ანა  
0
icit ra magaria aria zalian

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Geostory

ძებნა

დრო

მთვარის ციკლი


Copyright MyCorp © 2025 Website builder - uCoz